Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საგარეო უწყებას ვიზალიბერალიზაციის დღის წესრიგში რაიმე ცვლილების შეტანაზე ინფორმაცია არ მიუღია

57149e1b1a060
BM.GE
18.04.16 12:41
1073
საქართველოს საგარეო უწყებას ვიზალიბერალიზაციის დღის წესრიგში რაიმე ცვლილების შეტანაზე ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემ "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმატებით შეასრულა.

"ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ ოფიციალურად არ მიგვიღია. საქართველომ გადაჭარბებით კარგად შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რაც დაკისრებული გვქონდა სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით და ეს პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება წარმატებით.

საქართველომ თავისი სამუშაოები წარმატებით დაასრულა, ახლა ჯერი არის ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოზე, რომ მოხდეს ამ მიღწევების აღიარება და საქართველოს მოქალქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ გერმანული მედიის ცნობით, საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შესაძლოა ე.წ. გადავადების პუნქტი ამოქმედდეს.