Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საგადასახადო რეფორმის ფარგლებში, მთავრობა ადმინისტრაციულ ხარჯებს დაახლოებით 600 მილიონით შეამცირებს

56e6a49722d7b
დავით ჯალაღონია
14.03.16 15:37
1011
მოგების გადასახადის რეფორმის ფარგლებში მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯების დაახლოებით, 600 მილიონი ლარით შემცირებას გეგმავს.
 
მოგების გადასახადის რეფორმის ფარგლებში მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯების დაახლოებით, 600 მილიონი ლარით შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა მოგების გადასახადის ესტონური მოდელის განხილვისთვის გამართულ სემინარზე განუცხადა.

მისი განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს ფინანსთა სამინისტრო თავდაპირველად, მოგების გადასახადის გაანგარიშების ახალი სტრუქტურის დასანერგად წაარდგენს. ამის შემდეგ, რამდენიმე თვეში, ადმინისტრაციული ხარჯების შესამცირებლად საბიუჯეტო ცვლილებების ახალი პაკეტი მომზადდება.

რაც შეეხება იმ საკითხს, თუ როგორ დააბალანსებს მთავრობა მოგების გადასახადის რეფორმის პირველ ეტაპზე დაახლოებით, 400 მილიონი ლარის საბიუჯეტო დანაკლისს, როგორც ხუციშვილი აცხადებს, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან ერთად, შიდა ვალის აღებაც განიხილება.

როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, მოგების გადასახადის გაანგარიშების ახალი მეთოდი, პრაქტიკაში დანერგვის შემდეგ, 2017 წლის ბოლოს, მთლიან შიდა პროდუქტს დამატებით 1.44%-ით გაზრდის.