ფრანგული ნავთობისა და გაზის კორპორაციაTotal -ი ირანისგან ნედლ ნავთობს შეიძენს. ურთიერთგაგების მემორანდუმი 28 იანვარს, ირანის ნაციონალურ ნავთობკომპანიასა და Total-ს შორის ირანის პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. Total-ის ხელმძღვანელის პატრიკ პუიანნეს განცხადებით, კომპანია ირანისგან დღეში 150-200 ათასი ბარელი ნავთობის შესყიდვას შეძლებს.
ირანისთვის სანქციების დაწესებამდე, ევროკავშირი 800 ათასი ბარელი ირანული ნავთობისა და კონდენსატის იმპორტს ახორციელებდა.