Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რუსთაველზე Hyatt-ის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო მომავალ წელს გაიხსნება

572990e00d06f
ელენე გოგბერაშვილი
04.05.16 09:45
1514
კომპანია Rustaveli Property Ltd რუსთაველის გამზირზე, იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში, Hyatt-ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს გახსნის. კომპანია "Rustaveli Property Ltd"-ი სპეციალურად სასტუმროს განვითარებისთვის შეიქმნა და ის ბიზნესმენ რომან ფიფიას მიერ დაარსებულ "Loyal Capital Group"-ში შედის. როგორც კომპანიის წარმომადგენელი, მინდია გადაევი "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, ამ ეტაპზე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მინდინარეობს, წლის ბოლომდე კი სასტუმროს მშენებლობა აქტირ ფაზაში გადავა. "Hyatt"-ის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტზე დაახლოებით 60 მილიონი დოლარი დაიხარჯება, მისი დასრულება კი 2017 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი. როგორც გადაევი ამბობს, იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობას ძველი იერსახე სრულად შეუნარჩუნდება და გარე ფასადს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რომელშიც ქართველი რესტავრატორები იქნებიან ჩართული. სასტუმრო 170 ნომერს გააერთიანებს.
 
Hyatt Regency -ის ქსელი 150-ზე მეტ სასტუმროს მოიცავს. მათ შორის, 29 სასტუმრო ევროპის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის და სამხრეთ დასავლეთ აზიის ისეთ ქალაქებშია განთავსებული, როგორიცაა ბერლინი, დელი, დუბაი, ლონდონი და პარიზი.