Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რუსეთში ხვანჭკარა, ტვიში, ახაშენი, წინანდალი, მუკუზანი და ქინძმარაული დარეგისტრირდა

56ed3c2d9f72f
BM.GE
19.03.16 15:40
1336
ექვს ქართულ ადგილწარმოშობის დასახელებაზე რუსეთის ფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალურ სამსახურში სარეგისტრაციო პროცედურა დასრულდა. ხვანჭკარას, ტვიშის, ახაშენის, წინანდალის, მუკუზანის და ქინძმარაულის დასახელებაზე განსაკუთრებული უფლება, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე "ღვინის ეროვნულ სააგენტოს“ მიენიჭა.
 
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტი, ზემოაღნიშნულ ადგილწარმოშობის დასახელებებზე "როსპატენტში“ განაცხადი, 2013 წლის 18 ივნისს შეიტანა. სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ადგილწარმოშობის დასახელებების სახელმწიფო რეესტრში ხვანჭკარას, ტვიშის და კიდევ 4 დასახალებაზე რეგისტრაციის ვადა 2023 წლის 18 ივნისამდე განისაზღვრა.

ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა რუსეთის ფედერაციაში, ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობილი დასახელებების უკანონო გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლას.