Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რუსეთში ვალუტის გადაცვლისთვის პირადი დოკუმენტები და ანკეტის შევსება გახდა აუცილებელი

567c321b22f6b
BM.GE
24.12.15 21:51
1383
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ვალუტის გაცვლის წესები გაამკაცრა. ბანკის მიერ გამოცემული განკარგულების მიხედვით, 15 000 რუბლზე მეტი მოცულობის თანხის კონვერტაციის შემთხვევაში, პირის სრული იდენტიფიკაცია ხდება აუცილებელი.
 
ახალი წესები 28 დეკემბრიდან ამოქმედდება და მისი მიხედვით, კლიენტმა ვალუტის გადამცვლელ პუნქტში პასპორტიც უნდა წარადგინოს და ასევე ანკეტა შეავსოს.

ანკეტაში კი უნდა მიუთითოს გვარი, სახელი, მამის სახელი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები და ასევე სხვა ცნობები, საკრედიტო დაწესებულების შეხედულებისამებრ.

ბაზრის მონაწილეებმა სააგენტო Bankir.Ru-ს განუცხადეს, რომ ახალი ნორმები გაზრდის საოპერაციო დატვირთვას ბანკებზე. საკრედიტო დაწესებულებები შეეცდებიან ასეთი ოპერაციები უნაღდო ანგარიშსწორებაზე გადაიტანონ, რასაც შესაძლოა გადამცვლელი პუნქტების მკვეთრად შემცირება მოჰყვეს.