რუსეთი ლენინის ნეშტის შენახვაზე წელს 13 მილიონ რუბლს დახარჯავს, რაც დაახლოებით 200 000 დოლარია, - წერს BBC. გამოცემის ინფორმაციითვე, აღნიშნული თანხა ქვეყნის შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ლენინი ჯერ კიდევ 1924 წლის 21 იანვარს გარდაიცვალა, მას შემდეგ მისი ნეშტი მოსკოვის მავზოლეუმში ინახება.
ბოლო რამოდენიმე წელია, რუსეთში აქტიურად განიხილება საკითხი ლენინის ცხედრის დასაფლავების შესახებ.