Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რონი სოლბერგი: ჩვენ მიერ დაგეგმილი 70-ზე მეტი სოციალური პროექტი წარმატებით ხორციელდება

5718c653143ca
BM.GE
21.04.16 16:20
998
"გრძელვადიანი განვითრების მისაღწევად მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელდეს პროექტები, რომლის მიზანიც ქვეყნის, რეგიონის, საზოგადოების მდგრადი განვითარება იქნება", -   კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგმა, დღეს, თბილისი მარიოტში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო. კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში და შუახევიჰესის ჰიდროენერგო პროექტს ახორციელებს მაღალმთიან აჭარაში. განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 416 მილიონ დოლარს შეადგენს. კომპანია მილიონობით ლარს ხარჯავს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.
 
"გრძელვადიანი განვითრების მისაღწევად მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, განხორციელდეს პროექტები, რომლის მიზანიც ქვეყნის, რეგიონის, საზოგადოების მდგრადი განვითარება იქნება. კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას (AGL) და სახელმწიფოს პარტნიორობა ამ მხრივ ვფიქრობ სამაგალითოა, შუახევიჰესის მშენებლობის დაწყების პირველივე დღიდან ჩვენთვის მთავარ გამოწვევად იქცა, რომ მნიშვნელოვანი როლი გვეთამაშა მაღალმთიანი აჭარის მდგრადი განვითარების პროცესში. დავიწყეთ რეგიონის შესწავლა, ჩვენი მთავარი ამოცანა გახდა რომ ხულოსა და შუახევში მცხოვრებ ადამიანებისთვის, შეგვექმნა ყველა პირობა რომ მათი ცხოვრება შეცვლილიყო. ვფიქრობ, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობის კარგი პრეცედენტი შევქმენით. ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მოსახლეობასთან ერთად განვსაზღვრეთ სამი მთავარი მიმართულება, რაც რეგიონს გრძელვადიან განვითარებაში დაეხმარებოდა: განათლება და ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი თემების გაძლიერება და ინფრასტრუქტურული განვითარება. დამეთანხმებით, რომ გამოწვევა უაღრესად დიდი იყო, დამიჯერეთ არც იმ გზის გავლა იყო ადვილი საიდანაც დავიწყეთ და დღემდე მოვედით, მაგრამ დღეს სიამაყით მინდა ვთქვა რომ ჩვენ მიერ დაგეგმილი 70-ზე მეტი სოციალური პროექტი წარმატებით ხორციელდება" – განაცხადა რონი სოლბერგმა.

კონფერენციას ესწრებოდნენ არსამთავრობო ორგანიზაციების, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა კორპორაციული პასუხისმგებლობის საერთაშორისო სტანდარტები, საერთაშორისო და ქართული პრაქტიკა და საქართველოში ამ მიმართულების განვითარების პერსპექტივები.