Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რომან გოცირიძე: დღეს ვმოქმედებთ ბრმად, რადგან ჩვენ გვგონია, რომ ლარი გამყარდა

5722049f1f743
BM.GE
28.04.16 16:36
966
რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის შერბილებასთან დაკავშირებით არასწორს უწოდებს. როგორც გოცირიძემ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა, სებ-ის მხრიდან მსგავსი უხეში ჩარევა საჭირო არ იყო.
 
"ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სწორი არ იყო. როდესაც ჩვენ გვექნება რეალური სურათი თუ რა ხდება ეკონმიკაში, მაშინ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება. დღეს ვმოქმედებთ ბრმად, რადგან ჩვენ გვგონია, რომ ლარი გამყარდა თვენახევრის განმავლობაში და უცებ აღმოვჩნდით ახალი რეალობის წინაშე. ეს დრო არ არის საკმარისი. ჩვენ ეხლა გამოვდივართ მძიმე სავალუტო კრიზისიდან.

ჩვენ არ ვიცით რგორი იქნება ტენდენციები ექსპორტთან, იმპორტთან და ბიუჯეტთან დაკავშირებით.

ორგანიზმა მიიღო მძიმე ჭრილობა და უცბად ვიღაცას სურს გამოვიდეს ამ კრიზისიდან, სახვევები გადააგდოს და ამ დროს აღმოჩნდება რომ არის დაუცველი ინფექციისგან", - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რფინანსირების განაკვეთის 7,5 პროცენტამდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.