Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორ არჩევს Facebook-ი თანამშრომლებს? - კომპანიის გასაუბრებაზე ხშირად დასმული კითხვები

56d07c058b72d
ლადო ბატიაშვილი
26.02.16 20:14
1400
Facebook არა მხოლოდ საუკეთესო სამუშაო ადგილია ამერიკაში, არამედ ყველაზე სასურველი დამსაქმებელიც მსოფლიოს მასშტაბით.

ამ დროისთვის Facebook-ის 64 ოფისში 13 ათასი თანამშრომელია დასაქმებული, თუმცა კომპანია თავისი ზომებისა და ამბიციების გაფართოებას კვლავ აგრძელებს.

ცოტა ხნის წინ Business Insider-ი კომპანიაში თანამშრომლების აყვანის შესახებ მირანდა კალინოვსკის (Facebook-ის დასაქმების ოფისის ხელმძღვანელი) ესაუბრა. კალინოვსკის თქმით, მას და ლორი გოლერს (ადამიანური რესურსების მართვის ოფისის ვიცე-პრეზიდენტი) ყოველი გასაუბრების დროს თავიანთი საყვარელი შეკითხვა აქვთ მომზადებული, რომელიც საუკეთესო თანამშრომლების არჩევაში ეხმარებათ:

"წარმოიდგინეთ, თქვენი საუკეთესო სამუშაო დღის ბოლო - როდესაც მიდიხართ სახლში და ფიქრობთ, რომ თქვენ ყველაზე კარგი სამსახური გაქვთ მსოფლიოში - რა გააკეთეთ ამ დღის განმავლობაში?"

მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვას ყველა კანდიტატს არ უსვამენ, კალინოვსკის თქმით, შეკითხვა დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ამ გზით კალინოვსკი და გოლერი კანდიტატის ძირითადი მისწრაფებებისა და ინტერესების გამოავლენასა და Facebook-ის მიზნებთან მათი შესაბამისობის დადგენას ცდილობენ.

2008 წლის შემდეგ, რაც გოლერი Facebook-ის ადამიანური რესურსების მართვის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, მან ჩამოაყალიბა კომპანიის კონცეფცია, რომელსაც "First, Break All the Rules"-ის ავტორი და მმართველობის საკითხების კონსულტანტი, მარკუს ბუკინგემი, "სტაბილურობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას" უწოდებს. აღნიშნული ხედვა კომპანიის მენეჯერების მხრიდან თანამშრომლების არა უბრალოდ აყვანას, არამედ მათთვის თავის წარმოჩენის შესაძლებლობის მიცემას გულისხმობს.

გასაუბრების დროს დასმული კითხვის შემდეგ კანდიდატები უმეტესად თავიანთ სიამაყეს ავლენენ. კითხვის ავტორებს კი სულ სხვა მიზანი აქვთ: ისინი კანდიდატის ღირებულებებს Facebook-ის მისიასთან აკავშირებენ.

კალინოვსკის თქმით, სატელეფონო ინტერვიუების შემდეგ, როდესაც კანდიტატს უშაულოდ კამპუსში იწვევენ, ინტერვიუერი მას დეტალურად უხსნის, თუ როგორ უნდა წარიმართოს მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნულ შეკითხვას ყველას არ უსვამენ, სამომავლოდ კალინოვსკი კანდიტატებს ურჩევს, კარგად მოემზადონ გასაუბრებისთვის - საკუთარ თავს დაუსვან შეკითხვა, უღირთ თუ არა დროის დაკარგვა ამ სამუშაოზე - ეს კიდევ ერთი გზაა კანდიდატის მიზნებისა და ინტერესების გასარკვევად.

"ადამიანებს გარკვეული ეფექტის მიღება სურთ", - აცხადებს გოლერი, - „მათ სურთ, კარგად გაერკვნენ სამუშაო პირობებში და მხოლოდ ამის შემდეგ აკეთონ ის, რისი კეთებაც ყველაზე მეტად მოსწონთ.“
IHUB Tbilisi