Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

„მინისტრის საათი“: ლევან დავითაშვილი პარლამენტში

BM.GE
06.10.22 18:27
188
„მაღალი ინფლაცია გვაქვს და გვესმის, რომ ეს მოსახლეობაზე პირდაპირ აისახება“, - განაცხადა დღეს „მინისტრის საათის” ფორმატში პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ გაზრდილი ფასები გლობალური გამოწვევაა და მის დასათრგუნად ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობენ. ამასთან, ვიცე- პრემიერმა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზეც ვრცლად ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას. „წელს საქართველოს ნავარაუდევზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება“, - თქვა პარლამენტში მისულმა ლევან დავითაშვილმა. მოხსენების შემდეგ კი ვიცე-პრმეიერმა დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა - რა თემებზე აინტერესებდათ პასუხის მიღება კანონმდებლებს და რამდენად სრულყოფილი იყო მინისტრის პასუხები?