Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რიკოთის უღელტეხილის გზის მოდერნიზებული ვარიანტი, სავარაუდოდ ავტობანი იქნება

56b0429bdd209
ელენე გოგბერაშვილი
02.02.16 09:44
3316
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის გზის მოდერნიზებული ვარიანტი სავარაუდოდ ავტობანი იქნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საუბარში აცხადებს, რომ არსებული პროექტის მიხედვით, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს, თითქმის გადაწყვეტილია, რომ რიკოთის არსებული მოდერნიზებული გზის ალტერნატივა ჩუმათელეთი-ხარაგაული-ზესტაფონის გზა იქნება.

"ხარაგაულის გზა უნდა გამოსულიყო მდინარე ძირულაზე, თუმცა ვფიქრობ, უმჯობესია ეს გზა გავიდეს ზესტაფონზე. მაშინ რიკოთის ურელტეხილის გზის მოდერნიზებული ვარიანტი იქნება ავტობანი და თუ ხელისუფლება ჩათვლის საჭიროდ შესაძლოა ეს გზა ფასიანიც კი გახდეს", - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.
 
მთავრობა აღნიშნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულებას 2020 წლისთვის გეგმავს. წინასწარი გათვლებით, პროექტის ღირებულება შესაძლოა 750-800 მილიონიდან 1,1 მილიარდამდე გაიზარდოს.

რაც შეეხება, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტს, ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, ავტომაგისტრალი ჯამში 430 კილომეტრი იქნება, მისი დასრულება კი უახლოეს 5-6 წელიწადში იგეგმება.