Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რეგიონებში ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნესების დასაფინანსებლად გრანტები გაიცემა

56f4d897357aa
BM.GE
25.03.16 10:18
1520
საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს მთავრობას, დაახლოებით, 135 მლნ ევროს სესხს და 5 მლნ ევროს გრანტს გამოუყოფს. პრემიერ–მინისტრის განმარტებით, თანხა მოხმარდება საინვესტიციო პროექტებს ენერგეტიკის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
 
"გარდა ამისა, დაფინანსდება ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიც არის პროფესიული განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესი, ადგილობრივი თვითმართველობის გაძლიერება, გარემოს დაცვა.

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭობ, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს 40 მილიონის სესხი დაუმტკიცა, საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემების სტრატეგიის განვითარებისთვის, კონკურენტული და ინოვაციური ეკოსისტემის ასაწყობად.

ეს თავისთავად გულისხმობს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციების ცენტრების გახსნას, სადაც მოსახლეობა ტექნოლოგიების სფეროში დაეუფლება სხვადასხვა პროფესიებს. ეს არის პროგრამირება, დიზაინი, მეწარმული უნარები, მიკროელექტრონიკა, რაცხელს შეუწყობს რეგიონებში ტექნოლოგიური ბიზნესის შექმნას და განვითარებას", - განმარტა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში რეგიონებში გაიცემა გრანტები ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნესების დასაფინანსებლად, დაიწყება ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება.