Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ უყვარს გიორგი ქადაგიძეს ამერიკა? - 11 მიზეზი

566ab702c751c
BM.GE
11.12.15 15:16
1525
"რატომ მიყვარს ამერიკა", -  ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე იმ 11 მიზეზს ასახელებს, რის გამოც მას ამერიკა უყვარს. 
 
"რატომ მიყვარს ამერიკა, მაშ ასე:

1. ამერიკა არის ჩვენ სტრატეგიული პარტნიორი, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მთავარი გარანტი.
2. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამერიკის მხოლოდ ფინანსური დახმარება საქართველოსთვის შეადგენს რამდენიმე მილიარდ დოლარს.
3. ამერიკაში პიცა გამოძახებით უფრო სწრაფად მოდის ვიდრე სასწრაფო დახმარების მანქანა, ასე მუშაობს ამერიკის კერძო სექტორის დიდი ნაწილი.
4. მსოფლიოს 100 წამყვანი უნივერსიტეტიდან 85 ამერიკაშია, ამერიკა ერთი სკოლის მოსწავლეზე ხარჯავს $12,500 (ევროპის საშუალო $9,500), ამერიკაში უფრო მეტი საჯარო ბიბლიოთეკაა (17,000) ვიდრე მაკდონალდსი და სტარბაქსი. მოსახლეობის 70% აქვს ბიბლიოთეკის ბარათი.
5. გლობალური სალოკაციო სისტემა იგივე ჯიპიესი (30მდე სატელიტის ერთობლივი სტრუქტურა), რომელზეც დაშენებულია სანავიგაციო სისტემები და უამრავი სხვა ბიზნესი მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის ამერიკის მთავრობის საკუთრებაში და მართვაში. თეორიულად, მთავრობას ნებისმიერ დროს შეუძლია მისი გათიშვა. მიუხედავათ ამისა არავის არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ სისტემის საიმედოობა და უწყვეტობა - ასეთია ნდობა ამერიკის მთავრობის მიმართ.
6. ამერიკის თავდაცვის ხარჯები 2 ჯერ აღემატება ჩინეთის, რუსეთის, ბრიტანეთის და საფრანგეთისას ერთად აღებულს. 3 ჯერ უფრო მეტია, ვიდრე რუსეთის ბიუჯეტი მთლიანად. მიუხედავად ამისა, ამერიკის ჯარი არასდროს დარჩენილა არცერთ ქვეყანაში ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობის გარეშე.
7. ამერიკის სენატორს, როდესაც რამე არ მოსწონს, შეუძლია ასეთი ტიპის ‘განხილვა’ https://www.facebook.com/CSPAN/videos/10153920446690579/მოუწყოს ყველაზე ძლევამოსილი არმიის მეთაურს და თავდაცვის მდივანს, (ამ შემთხვევაში სიირის კონფლიქტის მიმართ ამერიკის პოლიტიკა) და ამას პირდაპირ ეთერში აშუქებს ნაციონალური ტელევიზია, ასეთია ხელისუფლების შტოთა ბალანსი და მედიის თავისუფლება ამ ქვყანაში. (სენატორ, ლინდსი გრამის შეკითხვები ამერიკის თავდაცვის მდივანს ეშტონ კარტერს)
8. სწორად ამერიკის დახმარებით არის კონტინენტური ევროპა ისეთი როგორიც არის დღეს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის (დამარცხებული მოწინააღმდეგის) და დასავლეთ ევროპის აღსადგენად შემუშავდა მარშალის გეგმა რომლითაც 1948–52 წლებში განხორციელდა 100 მილიარდიანი ინვესტიცია.
9. მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი (ამერიკის პრეზიდენტი) გადადგა უკანონო მოსმენების სკანდალის გამო, ამიტომ არის ამერიკა კანონის უზენაესობის სიმბოლო
10. ამერიკის გარდა, არცერთ ქვეყანაში არ მოიძებნება ამდენი მაგალითი, როდესაც ქვეყანაში ენის ცოდნის გარეშე და უფულოდ ჩასული ადამიანი აღწევს წარმატების მწვერვალებს.
11. კიდევ იმიტომ რომ ამ პოსტის დასაწერად დამჭირდა 20 წუთი და სიის გაგრძელება უსაშველოდ შეიძლება.
პ.ს. ჩაკ ნორისმაც კი ამერიკა აირჩია დაბადების ადგილად", - წერს გიორგი ქადაგიძე.