Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდა - რა იცვლება კერძო კლინიკებისთვის?

BM.GE
01.08.22 16:44
210
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სისტემა იქნება იგივე, რაც ცოტა ხნის წინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაინერგა. მან ასევე ამბულატორიებში არსებულ ანაზღაურებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მართვაში არსებულ ამბულატორიებშიც გამოითვალა მინიმალური ანაზღაურებები. ცნობისთვის, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ახალი სახელფასო სისტემის მიხედვით, ექიმის მინიმალური ანაზღაურება შეადგენს საათში 9 ლარს, რაც ყოველთვიურად 1 620 ლარია. უმცროსი ექიმის ანაზღაურება, საათების მიხედვით, 6 ლარია, თვეში კი - 1 080 ლარი; ექთნის - საათში 5,75 ლარი, თვიურად 1035 ლარი; ექთნის დამხმარის - 3 ლარია, თვეში - 540 ლარი. სანიტრის შემთხვევაში კი ეს თანხა საათში 2,80-ია, შესაბამისად, ყოველთვიურად, 504 ლარი. 

სტუმარი: მაია მახარაშვილი - “სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის” დირექტორი;