Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რა უნდა იცოდნენ ორსულებმა და ახალგაზრდა დედებმა გრიპის შესახებ

56b1b0ddb36f6
BM.GE
03.02.16 11:43
1236
ჯანდაცვის სამინისტრო ორსულებისთვისა და ახალგაზრდა დედებისთვის რეკმენდაციებს აქვეყნებს.

სეზონური გრიპი არის გრიპის A და B ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ცირკულირებს ყოველწლიურად, რაც განაპირობებს ადამიანთა გრიპით ავადობას. არსებობს გრიპის ვირუსის სამი ტიპი: A, B, C. ამჟამად, მსოფლიოში სეზონურ გრიპს იწვევს A(H3N2), A(H1N1) ქვეტიპის და B ტიპის ვირუსები. გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ინფექციაა.
 
სეზონური გრიპის ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე ხდება: ცემინებით, ხველით და ვირუსით კონტამინირებულ ნივთებთან შეხებისას. სეზონური გრიპი ხასიათდება როგორც მსუბუქი ასევე მძიმე მიმდინარეობით, რასაც ასევე შესაძლოა მოყვეს ლეტალური გამოსავალი განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში. ორსულ ქალებს აქვთ გრიპის გართულებებისა და მძიმე მიმდინარეობის მაღალი რისკი. ორსულობის დროს გრიპი ასოცირდება ასევე ორსულობის არახელსაყრელი გამოსავლის რისკთან, როგორიცაა თვითნებითი აბორტი, ნაადრევი მშობიარობა და ნაყოფის დისტრესი.

ახალშობილებში გრიპის გართულებების რისკი იზრდება საკვებისა და სითხეების არასაკმარისი რაოდენობით მიღების გამო, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ხანგრძლივ ღებინებასთან, დიარეასთან, ან კვების შეუძლებლობასთან. ახალშობილებში გრიპის ტიპიური ნიშნები, როგორიცაა ხველა და ცხელება, იშვიათად გვხვდება. გრიპი და მისი გართულებები ახალშობილებში შეიძლება გამოვლინდეს დაბალი ცხელებით, სუნთქვის გაძნელება-შეჩერებით, სუნთქვის გახშირებით, ციანოზით, მომატებული ძილიანობით, მოდუნებით, წოვის შემცირებით და გაუწყლოებით.

რა მოხდება, თუ ვარ ორსული და მაქვს გრიპი?

დაურეკეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ გრიპის სიმპტომები და გქონდათ მჭიდრო კონტაქტი გრიპით დაავადებულთან. ორსულ ქალებს გრიპით დაავადების შემთხვევაში, შეიძლება შეექმნათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, როგორიცაა ნაადრევი მშობიარობა, მძიმე პნევმონია და სხვა.. თუ თქვენ ხართ ორსული და გაქვთ გრიპის სიმპტომები, მოეკიდეთ თქვენს ჯანმრთელობას ძალიან სერიოზულად, მაშინვე დაურეკეთ ექიმს რჩევისათვის.

როგორია გრიპის სიმპტომები?

თქვენ შეიძლება გქონდეთ გრიპი, თუ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ზოგიერთი, ან ყველა სიმპტომი:
• სიცხე
• ხველა
• ყელის ტკივილი
• სურდო, ან ცხვირიდან გამონადენი
• სხეულის ტკივილი
• თავის ტკივილი
• შემცივნება
• დაღლილობა
• ზოგჯერ დიარეა და ღებინება

უნდა აღინიშნოს, რომ გრიპის დროს ყველა სიმპტომი ერთნაირი სიმძაფრით შეიძლება არ იყოს გამოხატული. 

რა უნდა გავაკეთო, რომ დავიცვა თავი, ბავშვი და ოჯახი გრიპისგან?
 
გრიპისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს გრიპის საწინააღმდეგო აცრის თაობაზე. გრიპის საწინააღმდეგო აცრა რეკომენდებულია ყველა ასაკობრივ ჯგუფში (ბავშვებში 6 თვიდან), განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე პირებისთვის. ორსულებისა და 24 თვეზე პატარა ბავშვებისთვის მიზანშეწონილია მხოლოდ ინაქტივირებული გრიპის ვაქცინის გამოყენება. ცოცხალი დასუსტებული გრიპის ვაქცინის გამოყენება ამ ჯგუფის მოსახლეობაში მიზანშეწონილი არ არის. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციარეკომენდებულია ორსულობის ნებისმიერ ვადაზე. განახორციელეთ ყოველდღიურად ეს ნაბიჯები იმისათვის, რომ დაიცვათ საკუთარი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობა:

• მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს გრიპის სიმპტომების მქონე ადამიანებთან (თუშესაძლებელია შეინარჩუნეთ არანაკლებ 1 მ დისტანცია);
• მოერიდეთ პირის, ცხვირისა და თვალის მიდამოსთან შეხებას;
• გულმოდგინეთ დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან დაიმუშავეთ სპირტიანიმადეზინფიცირებელი ხსნარით რეგულარულად (განსაკუთრებით, თუ ეხებითპოტენციურად დაბინძურებულ ზედაპირებს);
• მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში, მათ შორის სამედიცინო დაწესებულების მოსაცდელ დარბაზში ყოფნას, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას;
• საცხოვრებელი ოთახები ხშირად გაანიავეთ, გახსენით ფანჯრები;
• ყურადღება მიაქციეთ თქვენს ორგანიზმსა და თვითშეგრძნებას, თუ ფიქრობთ, რომ გრიპი გაქვთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

როგორ უნდა ვუმკურნალოთ გრიპს?

• გრიპს უნდა ვუმკურნალოთ ანტივურუსული მედიკამენტებით, როგორიცაა Tamiflu® (oseltamivir) ან Relenza® (zanamivir). ანტივირუსული მედიკამენტები ინიშნება რეცეპტით, ტაბლეტების, სითხეების ან საინჰალაციო საშუალების სახით. ისინი ებრძვიან გრიპის ვირუსის გამრავლებას ორგანიზმში. აღნიშნული მედიკამენტების მოქმედება უფრო ეფექტური იქნება, თუ პაციენტი მათ მიღებას დაიწყებს გრიპის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე. ხსენებულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მიმართოთ ექიმს, როგორც კი შენიშნავთ გრიპისმაგვარ სიმპტომებს.

• თუ თქვენი ექიმი გრიპის მკურნალობის მიზნით დაგინიშნავთ ანტივირუსულ მედიკამენტებს, თქვენ ისინი უნდა მიიღოთ 5 დღის განმავლობაში.მედიკამენტების მიღება დაგეხმარებათ, თავი იგრძნოთ უკეთ სწრაფად (ვიდრე მისი მიღების გარეშე), ასევე, გრიპის სიმპტომებიც ნაკლებად შეგაწუხებთ.

• არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ანტივირუსული პრეპარატების ორსულ ქალსა და ნაყოფზე მავნე ზეგავლენას. გრიპმა შესაძლოა გამოიწვიოს ორსული ქალებში სერიოზული გართულებები და, ასევე, სიკვდილი.ანტივირუსული მედიკამენტების მიღება საშუალებას იძლევა, თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი მძიმე შედეგები.
• ანტივირუსული მედიკამენტები შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს ორსულობის ნებისმიერ პერიოდში.
• ნებისმიერი ცხელების მკურნალობა დაიწყეთ დაუყოვნებლივ. აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) არის ორსულებში ცხელების შემცირების საუკეთესო საშუალება.
• დალიეთ ბევრი სითხე, რათა შეამციროთ სითხის ის დანაკლისი, რომელიცგაგინვითარდათ ავადმყოფობისას.

როდის დამჭირდება გადაუდებელი დახმარება?

თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე:

• სუნთქვის გაძნელება და ქოშინი;
• ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება გულმკერდსა და მუცელში;
• უეცარი თავბრუსხვევა;
• ცნობირების მოშლა;
• ძლიერი და შეუწყვეტელი ღებინება;
• ძლიერი ცხელება, რომელიც არ ემორჩილება პარაცეტამოლით მკურნალობას;
• ბავშვის (ნაყოფის) მოძრაობის შესუსტება ან შეწყვეტა