Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქუთაისის აეროპორტის ტრანსფერის შეძენა WizzAir-ის ვებ-გვერდიდან და მობილური აპლიკაციით იქნება შესაძლებელი

56e6b52f2d583
BM.GE
14.03.16 16:55
1092
17 მარტიდან მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ ავიაკომპანია Wizz Air-ის საიტზე (www.wizzair.com) ავიაბილეთთან ერთად შეიძინონ აეროპორტის ტრანსფერებიც, როგორც ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის, ასევე აეროპორტიდან სხვა ცენტრალური ქალაქების (ქუთაისი, თბილისი და ბათუმი) მიმართულებით.
 
აღნიშნულ სერვისს მგზავრებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ოფიციალური პარტნიორი, სატრანსპორტო კომპანია "Georgian Bus" სთავაზობს.

მიკროავტობუსები და მინივენები რეისებს ფრენების დროის მიხედვით შეასრულებენ საქართველოს ცენტრალური ქალაქებიდან.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სურვილის შემთხვევაში, ქუთაისიდან აეროპორტის მიმართულებით გამგზავრებისას ტრანსპორტი მგზავრს მისთვის სასურველ მისამართზე მიაკითხავს, ასევე მითითებულ მისამართზე მიიყვანს ტრანსპორტი ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისში მიმავალ მგზავრს.