Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტა "გაზპრომთან" ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი და არასწორი იქნება"

56dffc88d1d4e
BM.GE
09.03.16 14:33
989
"ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტა "გაზპრომთან" ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი და არასწორი იქნება", - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ პარლამენტში განაცხადა. მისივე თქმით, სამინისტრო "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს ყოველწლიურად აწარმოებს და ამის საჭიროება მომავალ წელსაც იქნება.
 
"ჩვენ ყოველწლიურად გვიწევს "გაზპრომთან" მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა. მომავალ წელსაც გვექნება ამის აუცილებლობა. თუ ჩვენ საერთოდ უარს ვამბობთ და - ვამბობთ რომ გავწყვიტოთ ყველანაირი ურთიერთობა "გაზპრომთან" და არ მივიღოთ ეს შემოსავალი რასაც ვიღებთ, - ამის შესაძლებლობა იქნება, მაგრამ ეს იქნება დამღუპველი და არასწორი ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკებების მაგიდასთანად დავჯდეთ, ვისაუბროთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავეკთოთ რომ მაქსიმალური შედეგით გამოვიდეთ, როგორც ეს გავაკეთეთ ამ შემთხვევაში", - განაცხადა მინისტრმა.