Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ხვალ საბოლოოდ გაირკვევა, მომეცემა თუ არა საშუალება წარვადგინო ანგარიში"

56af488a60f60
BM.GE
01.02.16 15:55
1184
ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე გაირკვევა აქვს თუ არა პარლამენტს მზაობა ეროვნული ბანკის ანგარიში მოისმინოს, ასევე ხვალინდელ სხდომაზე დაზუსტდება თარიღიც, - აღნიშნულის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
 
"ხვალ არის ბიუროს სხდომა სადაც გადაწყდება საბოლოოდ ან კონკრეტული თარიღი და მზაობა ჩვენი მოსმენის, - ან არა. ხვალ საბოლოოდ გაირკვევა მოგვეცემა თუ არა საშუალება, მე მომეცემა თუ არა საშუალება, წარვადგინო ეს ანგარიში.

ვფიქრობ იმ გამოწვევების ფონზე რა გამოწვევებიც ჩვენ ქვეყანას აქვს, რა პერიოდიც ჩვენ გავიარეთ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრიბუნა, იმისთვის რომ ჩვენ მოსახლეობას, დაინტერესებულ საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი პოზიცია. - რა თქმა უნდა სასურველია წლიური მიმოხილვა დასრულდეს დროში, თუმცა ხადახან არის ხოლმე ფაქტორები რომელიც ამას ხელს უშლის და იმედს გამოვთქვამ რომ უახლოეს პერიოდში მოხდება წლიური მიმოხილვის დასრულება. წლიური მიმოხილვის დასრულება ჩემი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში ნამდვილად ვერ მოესწრება", - განაცხადა ქადაგიძემ.