Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"წყალი მარგებელის" 30 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანა ექსპლოატაციაში წლის ბოლომდე შევა

56f7834db9289
BM.GE
27.03.16 10:50
1241
"წყალი მარგებელი" ჩოხატაურის რაიონში შვეიცარელ და ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად უალკოჰოლო სასმელების ჩამოსასხმელ ქარხანას აშენებს. როგორც "ბიზნესკონტაქტს" კომპანიაში განუცხადეს, პროექტზე პირველ ეტაპზე 30 მილიონი ევროს ინვესტიცია დაიხარჯება, საიდანაც ნაწილი, აქციონერების რეინვესტირებული თანხის გარდა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კრედიტია.
 
კომპანიის ინფორმაციით, ქარხანა, რომლის მშენებლობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, გერმანული და შვეიცარული ინდუსტრიის სტანდარტების შესაბამისად დაიგეგმა. მათი თქმით, ,,ნაბეღლავის’’ და წყაროს წყალი "ბახმაროს" გარდა ქარხანაში ნატურალური წვენები, ნექტარები, ლიმონათები, ცივი ჩაი, შორლე (უშაქრო გაზირებული ვაშლის წვენი) და სხვა უალკოჰოლო სასმელები ჩამოისხმება.

"წყალი მარგებელის’’ ახალ ქარხანაში დაგეგმილია ასევე ცნობილი საერთაშორისო ბრენდების ჩამოსხმაც, რომელიც საექსპორტოდ იქნება განკუთვნილი.

ქარხანა, რომელიც ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესშია, გურიის რეგიონში, სოფელ ნაბეღლავში, ნაბეღლავის ძველი ქარხნის გვერდით განთავსდება.