Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ვწუხვარ, რომ დამფუძნებელთა შორის არსებული დავები, შეიძლება რამენაირად აისახოს ტელევიზიაზე"

56c6dc2a9d6d2
BM.GE
19.02.16 13:08
1220
"ვწუხვარ, რომ დამფუძნებელთა შორის არსებული დავები, შეიძლება რამენაირად აისახოს ტელევიზიაზე", - აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ტელეკომპანია "მაესტროში" მიმდინარე მოვლენების შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. როგორც მინისტრმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" აღნიშნა, დამფუძნებლებს შორის არსებული დავა სასამართლომ და სხვა შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ.
 
"ვწუხვარ, რომ დამფუძნებელთა შორის არსებული დავები, შეიძლება რამენაირად აისახოს საერთოდ ტელევიზიაზე ან გახდეს განხილვის საკითხი. ვიმედოვნებ, რომ თქვენი გადაცემები იქნება ნებისმიერი დამფუძნებლის შემთხვევაში.

დარწმუნებული ვარ, რომ ვართ სახელმწიფოში სადაც კანონი კანონობს. არის სასამართლო და შესაბამისი უწყებები და ეს უკვე მათ უნდა გაარკვიონ. ჩემთვის არ ექნება მნიშვნელობა ვინ იქნება დამფუძნებელი, მთავარია თქვენ დარჩეთ ობიექტურები და ობიექტურად გააშუქოთ ის მოვლენები რაც ამ ქვეყანაში ხდება. ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ჩვენ ეს აუციებლად გვექნება", - განაცხადა მინისტრმა.