Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ვფიქრობ, აზერბაიჯანიდან გაზის დამატებით მოცულობებზე შეთანხმებას უახლოეს დღეებში მივაღწევთ"

56d405ea57cf5
BM.GE
29.02.16 12:46
1118
კახა კალაძე იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობების შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში იქნება მიღწეული. როგორც მინისტრმა აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, საქართველო შაჰ-დენიზის კონსორციუმთან უკვე რამოდენიმე თვეა აწარმოებს მოლაპარაკებებს აზერბაიჯანული გაზის მოცულობის გაზრდის თაობაზე.
 
"ვფიქრობ ამ დღეებში შევთანხმდებით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და საქართველოს საშუალება ექნება აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობები მიიღოს“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალზე იმყოფება. მინისტერიალზე განიხილავენ შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის მიმდინარეობას. ასევე, Tanap-ისა და Tap-ის პროექტებს, სადაც საქართველო სტრატეგიული პარტნიორია.

აღნიშნული პროექტების ფარგლებში საქართველოში ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 2019 წლიდან ქვეყანა შეძლებს მიიღოს დამატებითი ბუნებრივი აირის მოცულობები შეღავათიან ფასად.

მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები BP-ის წარმომადგენლებთან, აშშ-ის დელეგაციასთან და სოკართან.