Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ვერ ვხედავ მიზეზს, სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატის მხარდაჭერის უარყოფასთან დაკავშირებით"

56cecc33218ce
BM.GE
25.02.16 13:40
1052
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ვერ ხედავს მიზეზს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურამ პარლამენტის მხარდაჭერა ვერ მიიღოს.
 
"დღეს გიორგი ქადაგიძეს ეწურება უფლებამოსილების ვადა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, გავაკეთეთ ყველაფერი რათა არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე ეროვნული ბანკის საბჭო სრულად ყოფილიყო დაკომპლექტებული და შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება ახალი ხელმძღვანელის არჩევასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის მხრიდან, წარდგენილი იქნა კობა გვენეტაძის კანდიდატურა. პარლამენტის ორმა კომიტეტმა მას უკვე დაუჭირა მხარი და არსებულ ვითარებაში, ვერც პოლიტიკური და ვერც ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, ვერ ვხედავ რაიმე ტიპის მიზეზს, კანდიდატის მხარდაჭერის უარყოფასთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.