Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"უნდა დამთავრდეს ეთერით, შანტაჟის გამოყენებით, რომელიმე პირის კანონის ზემოთ დაყენება"

56b8bda8b5ec3
BM.GE
08.02.16 20:08
1282
ლევან და გია გაჩეჩილაძეები განცხადებას ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, „მაესტროს“ ყოფილი დირექტორის განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და შანტაჟს ისახავს მიზნად.
 
"ბოლო რამდენიმე დღეა "მაესტროს" ყოფილი დირექტორის განცხადებები წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და შანტაჟის მცდელობას, რომელიც ტელეკომპანია "მაესტროს" იმიჯს ლახავს. მრავალმილიონიანი ვალების გაჩენა, "მაესტროს" სახელის გასხვისება, ქონების არასწორი მართვა, რეიტინგის ვარდნა, სწორედ ეს არის "მაესტროს" დირექტორის გამოცვლის მიზეზი. სამწუხაროდ, მიდის ამ მიზეზის პოლიტიკური სპეკულაციებით გადაფარვა. ცივილურ ქვეყენაში პარტნიორების მიერ წამოწყებული დავის ადგილი მხოლოდ სასამართლოა. მოვუწოდებთ "მაესტროს" ჟურნალისტებს და სხვა პერსონალს, არ აყვნენ ამ სპეკულაციებს.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ შეწყდეს "მაესტროს" გაკოტრება და "მაესტრო" დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმში მაუწყებლობას, რომ ყველა იქ მომუშავე ადამიანმა დამოუკიდებლად და სტაბილურად გააგრძელოს საქმიანობა.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ტელეეთერით, შანტაჟის გამოყენებით კანონის ზემოთ დაყენება რომელიმე პირის, რაც ძველი ხელისუფლების მემკვიდრეობაა. მოვდივართ ოპტიმიზმით და პოზიტივით აღსავსეები "მაესტროს" რეიტინგის ასაწევად", - ნათქვამია განცხადებაში.