Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბლოკია"

56fa1cac5f31c
BM.GE
29.03.16 10:10
1221
"თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბლოკია", - აღნიშნულის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა CNNMoney-სთან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ირანისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ეხებოდა, პრემიერმა განაცხადა:
 
"ჩემი აზრით, ეს ძალიან საინტერესო უნდა იყოს ევროპელი ინვესტორებისთვის, რადგანაც რეგიონში არის ქვეყანა, რომელიც მათ სთავაზობს ბაზას რეგიონისა და მის მიღმა მყოფ ქვეყნებთან ურთიერთობებისთვის. საქართველო და მისი ინფრასტრუქტურა სათანადოდ უნდა იყოს მზად ამისთვის. სწორედ ამიტომაც არის საქართველოში თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა ჩვენი ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბლოკი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.