Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სსე" კომპანია BP-ის ქვესადგურსა და ელექტროგადამცემ ხაზს აუშენებს

56fcc160a7b8a
BM.GE
31.03.16 10:18
1082
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი გულისხმობს ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის გიგანტ-კომპანიის (BP) საქართველოში, კერძოდ კი გარდაბანში მდებარე სატუმბი სადგურისათვის ქვესადგურისა და ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას.
 
პროექტის ფარგლებში გარდაბნის ტერიტორიაზე აშენდება 110-კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი და ქვესადგური, რომელსაც ენერგეტიკული კავშირი ექნება სსე-ის კუთვნილი ქვესადგურის "გარდაბანი-500" 110 კვ-იან ფრთასთან.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ცნობით, უკვე შერჩეულია ქვესადგურის მშენებლობის ადგილი და დადგენილია ელექტროგადამცემი ხაზის ტრასის მარშრუტი. ახალი ტრასა დაახლოებით 9,5 კილომეტრს შეადგენს. პროექტი უკვე მომზადებულია და გაგზავნილია გეოლოგიურ კვლევაზე.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" პირადი ადამიანური რესურსით განახორციელებს პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოებს. პროექტის დასრულების შემდეგ კი ქვესადგური და ელექტროგადამცემი ხაზი სსე-ს გადაეცემა საკუთრებაში.