13.Jan .2016 12:14

"სოკარის" პრეზიდენტი საქართველოშია

views 1125
უკან

კომპანია "სოკარის" პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი საქართველოშია. არსებული ინფორმაციით, სოკარის ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში. საქართველოში იმყოფება „სოკარ ჯორჯიას“ ხელმძღვანელიც, რომელმაც გუშინ „მაესტროსთან“ საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს მოთხოვნა ბუნებრივ აირზე ნელი ტემპით იზრდება. მისი თქმით, არ ყოფილა მიზეზი ისეთი პროგნოზისთვის, რომ სოკარი საქართველოსთვის გაზის საკმარისი ოდენობის მიწოდებას ვერ შეძლებს.  საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, კი აზერბაიჯანიდან მეტი გაზის მიღების ტექნიკური შესაძლებლობა არ არსებობს.