Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სოკარის" მიერ სოციალურ გაზზე შემცირებული ფასი სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება

56d97d7b9319c
BM.GE
04.03.16 16:17
970
სოკარიდან შესასყიდი სოციალური გაზის ფასი შემცირდება, - აღნიშნულის შესახებ ცნობილი დღეს ენერგეტიკის მინისტრსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ გახდა. როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, სოციალურ გაზზე შემცირებული ფასი სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება. მისივე თქმით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ბუნებრივი აირის ფასს 25 მილიონით ასუბსიდირებს. როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, მთავობას დღეს არსებული ტარიფის შესანარჩუნებლად, სუბსიდია კვლავ დასჭირდება, რადგან შემცირებული საფასური იმ რაოდენობის არ არის, რომ აღნიშნული 25 მილიონის დაფარვა მოხდეს.