Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"სოკარი" სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებს

570bd64887a12
BM.GE
11.04.16 20:49
1327
"სოკარი" სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებს. შეგახსენებთ, რომ "სოკარმა" კონკურენციის სააგენტოსთან სასამართლო დავა წააგო, შედეგად მოსამართლემ ძალაში დატოვა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება კომპანიისთვის დაწესებული ჯარიმის შესახებ.
 
"ჩვენ არ მიგვიღია სასამართლოს განჩინება, სადაც ასახული იქნება, რა მოტივაციით და რის საფუძველზე იხელმძღვანელა მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას. განჩინების მიღების შემდგომ, ვაპირებთ გავაგრძელოთ სამართლებრივი ქმედებები შემდგომ ინსტანციაში, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად”, - განუცხადა ირაკლი ზუბიტაშვილმა "ბიზნესკონტაქტს".

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა გასული წლის ზაფხულში დაასრულა. სააგენტოს დასკვნით კომპანიებს ჯამში 55 მილიონის ჯარიმა დაეკისრათ.

"სოკარის" შემთხვევაში ჯარიმა ყველაზე სოლიდური იყო და ის 14 381 385 ლარს შეადგენდა. კომპანიებმა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.