Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"სილქ როუდ ჯგუფი" ვარდების მოედნის სრული განვითარების კონცეფციის შემუშავებას გეგმავს

56f3be0e545a0
BM.GE
24.03.16 14:07
1353
გერმანული Graft Architects-ი სასტუმრო "რადისონის" მიმდებარე ტეიტორისს განვითარების კონცეფციის საბოლოო ვარიანტს 1 თვის ვადაში წარმოადგენს. მიმდებარე ტერიტორია "სილქ როუდ ჯგუფის" საკუთრებაშია. როგორც კომპანიის უძრავი ქონების დეპარტამენტის ხელმძღვაელმა, გიორგი მარიმ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, უახლოეს პერიოდში ვარდების მოედნის სრული კონცეფციის გეგმის შემუშავებაც იგეგმება. მისივე თქმით, ადგილს შეიცვლის სასტუმროს წინ მდებარე პარკინგიც და ის მიწისქვეშა კომპლექსში გადაინაცვლებს.
 
"მოედანი უნდა გახდეს თბილისის მოქალაქეების და სტუმრების თავშეყრის ადგილი, სადაც კაფეები და რეკრეაციული ზონა განთავსდება.

ჩვენი კომპანია ფლობს გარკვეულ ფართებს მიწისქვეშა კომპლექსში. თბილისის მერიასთან თანამშრომლობით, ვგეგმავთ, რომ ავტომობილების პარკინგი მიწისქვეშა კომპლექსში ჩავიდეს.

აღნიშნული პარკინგი მოემსახურება, როგორც "რადისონს", ასევე მოედანზე მდებარე სხვა ობიექტებსაც, მათ შორის საასტუმრო "ტელეგრაფსაც", რომლის მშენებლობაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს", - განაცხადა გიორგი მარიმ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, 2 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 60-70 მილიონი იქნება.