Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"შეუძლებელია, ადამიანს ესაუბრო ეკონომიკურ რეფორმებზე, როდესაც პირად შეურაცხყოფაზე გადადიან"

56a7cd7f534ce
BM.GE
26.01.16 23:46
1092
ჩვენ, სულ მცირე, პარტნიორები უნდა გავხდეთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასმულ კითხვას, როგორ წარმოუდგენია სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობა.
 
რაც შეეხება ოპონენტებთან დიალოგის შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით დამკვიდრებულ პოლიტიკურ კულტურაში ბევრი რამ შესაცვლელია.

"შეუძლებელია, ადამიანს ესაუბრო ეკონომიკურ რეფორმებზე, როდესაც პირად შეურაცხყოფაზე გადადიან. მქონდა სურვილი, კონსტრუქციულ ჩარჩოებში შევხვედროდი მათ, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ გამოდის, რომ თავმოყვარეობა უნდა დავკარგო, დავუჯდე და ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე ვესაუბრო. მეორეს მხრივ, ეს საერთოდ კომიკურიცაა, იმიტომ, რომ წინა წლებში დაახლოებით 300 ათასი კაცი გასამართლდა, აქედან 80% - ეკონომიკური დანაშაულისთვის და ახლა მოგვიწოდებენ, სასწრაფოდ გავაკეთოთ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც დაანონსებული მაქვს, რომ ვაკეთებ. ძალიან სასაცილოა და სატირალიც ამავდროულად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დიალოგის დიდი სურვილი აქვს და ეკონომიკის მინისტრის რანგში არაერთხელ შეხვედრია და გაუზიარებია კიდეც ოპონენტების მოსაზრებები.