Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"შავი ოქროს" გაუფასურების გამო, ვენესუელა კოლაფსის მოლოდინშია

567a688958e52
BM.GE
23.12.15 13:17
1443
"შავი ოქროს“ გაუფასურების გამო, ვენესუელა კოლაფსის მოლოდინშია და პროგნოზი 159%-იან ინფლაციაზე კეთდება. Euronews-ის ინფორმაციით, ბოლო 1,5 წელიწადში ვენესუელური ნავთობის ფასი 4-ჯერ,  ბარელზე 30 დოლარამდე შემცირდა, რამაც ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზე დააყენა. კრიზისამდე ნავთობის სექტორის წილი ექსპორტში 95% იყო, ამასთან ის უზრუნველყოფდა მშპ-ს დაახლოებით 25%-ს და საბიუჯეტო შემოსავლების ნახევარს. ახლა კი სავალუტო ნაკადების შემცირებამ ადგილობრივი ვალუტის სწრაფად გაუფასურება განაპირობა, შედეგად, სავალუტო ფონდის პროგნოზით, ინფლაციის დონე წელს 159%-მდე გაიზრდება, რაც მსოფლიო რეკორდია. ექსპერტები თვლიან, რომ მომავალ წელს ინფლაციის ტემპი 200%-მდე დაჩქარდება. "მოსახლეობა სულ უფრო აქტიურად საუბრობს გაძვირებულ ცხოვრებსა და გაუფასურებულ ფულზე, რომლითაც სასურველი შენაძენების გაკეთებას ვერ ახერხებენ. სსფ-ს შეფასებით ნავთობიდან შემოსავლის შემცირების გამო, ვენესუელას ეკონომიკა წელს 10%-ით, მომავალ წელს კი, 6%-ით შემცირდება", - წერს გამოცემა.