29.Jan.2016 14:52
Economy

"საქართველოში ცხვრის კატარალური ცხელების არსებობა არ დასტურდება"

"საქართველოში ცხვრის კატარალური ცხელების არსებობა არ დასტურდება"
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოს ტერიტორიაზე ვირუსული დაავადების - ცხვრის კატარალური ცხელება (Bluetongue) - არსებობას არ ადასტურებს.

"მიმდინარე თვის დასაწყისში, თბილსის მახლობლად, ერთ-ერთ ფერმაში წვრილფეხა პირუტყვის დაცემის ფაქტი აღინიშნა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაუყოვნებლივ გაატარა ვეტერინარული და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები. პირველადი ლაბორატორიული კვლევით დაისვა ცხვრის კატარალური ცხელების დიაგნოზი.
საქართველო ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (OIE) წევრი ქვეყნაა. აღებული ვალდებულებების შესაბამისად, შესაბამისმა სამსახურებმა პირველადი დიაგნოზის შესახებ ოპერატიულად აცნობეს აღნიშნულ ორგანიზაციას.

აღებული ნიმუშები გადაიგზავნა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირბრაიდის (დიდი ბრიტანეთი) რეფერალურ ლაბორატორიაში - გაგზავნილი 11 ნიმუშიდან ცხვრის კატარალური ცხელება არცერთში არ აღმოჩნდა. აღნიშნულის შესახებ დამატებით ეცნობა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების კეთილსაიმედოობის მიზნით ახორციელებს ვეტერინარულ ღონისძიებებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ვაქცინაციის და ცხოველთა იდენტიფიკაციის პროცესი, რაც ხელს უწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვასა და მიკვლევადობას”, - განმარტავენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანი საქართველოდან ცოცხალი საქონლის და ცხოველური პროდუქციის იმპორტს კრძალავს. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ვეტერინარული კონტროლის სამსახურის სპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მიზეზი საქართველოში პირუტყვებში გავრცელებული ცხელებაა. როგორც გამოცემა იუწყება აკრძალვა დროებითი იქნება.



21.Aug.2019 13:04
88

Fady Asly - Open letter to Bidzina Ivanishvili

More
21.Aug.2019 12:22
51

Georgia has exported $2.1 bn in 2019, Copper is a top export commodity

More
21.Aug.2019 12:17
37

Geostat - Unemployment falls below 11.5% in Georgia

More
21.Aug.2019 11:51
670

Ryanair plans to start flights from Georgia

More
19.Aug.2019 18:06
94

TAV Georgia - Georgian aviation industry is facing a shortage of qualified personnel

More
19.Aug.2019 16:17
246

TBC Group buys majority stake in Georgian E-commerce platform My.ge for GEL 19.5 million

More