Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"საქართველოს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ფაქტობრივად მთელ ევროპასთან ექნება"

56d2bd7aa2fbd
BM.GE
28.02.16 13:25
1223
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია პარიზში სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენას (CIA) ესწრება.
 
გამოფენის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ შეხვედრა გამართა შვეიცარიელ კოლეგასთან, სოფლის მეურნეობის მიმართულების ხელმძღვანელთან, ბერნარ ლემანთან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და EFTA-ს (ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის წარმატებით დასრულებაზე. 2016 წლის 27ივნისს, შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში ხელი მოწერება საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომლის თანახმად ქართული პროდუქციისთვის ევროპის (შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი) 14 მილიონიანი ბაზარი გაიხსნება.

ოთარ დანელიამ შვეიცარიელ კოლეგას საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის, განსაკუთრებით თხილისა და ღვინის საექსპორტო პოტენციალი გააცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, EFTA-ს წევრ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. აღნიშნული შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საქართველოს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ფაქტობრივად მთელ ევროპასთან ექნება.

შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო, ტექნიკური და კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. შვეიცარიულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა აღნიშნული მამართულებით საქართველოს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიაროს. ოთარ დანელიამ შვეიცარიელი კოლეგა მიმდინარე წლის მაისში საქართველოში მოიწვია, სადაც სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს და ქართული პროდუქციის წარმოების პროცესებს ადგილზე გააცნობს.

შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე ესწრებოდნენ.