Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე EU-ში აღიარებული ახალი ჰემოსტატი შემოდის

BM.GE
26.01.23 11:08
98
სამედიცინო კომპანია „ჯანჰელსმა“ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ აღიარებული ჰემოსტატის — „სტარსილის“ პრეზენტაციაზე მიიწვია. საქმე ისაა, რომ ჯანჰელსი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სტარსილის ექსკლუზიური დისტრიბუტორი გახდა. ღონისძიება სასტუმრო „რუმსში” გაიმართა და ქართველი ექიმების წინაშე პროდუქტს პრეზენტაცია გერმანელმა კარდიოქირურგმა ჰელმუტ მაირიმ გაუწია. 

სამედიცინო კომპანია „ჯანჰელსი“ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის სიახლის პრეზენტაცია გუშინ გამართა. კომპანია „ჯანჰელსი“ აშშ-ში დაარსებული გლობალური კომპანია OraSure Technologies-სა და ბრიტანული Prestige Diagnostics-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში; ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს სთავაზობს სხვადასხვა სამედიცინო მოწყობილობას და მედიკამენტებს. 

სტუმარი: რუსუდან ლაგვილავა - სამედიცინო კომპანია "ჯანჰელსის" გენერალური დირექტორი;