Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" სააფთიაქო ქსელ GPC-ის ყიდულობს

56e96663bdbec
BM.GE
16.03.16 17:54
1531
"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" (GHG) და სააფთიაქო ქსელმა - სს "ჯიპისიმ" (GPC) მავალდებულებელი ხასიათის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, შესაბამის მარეგულირებელ ორგანოთა თანხმობის მოპოვების შემდეგ, "ჯიპისის" 100%-იანი წილის მფლობელი "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" გახდება.
 
როგორც "ევექსში" განმარტავენ, ფარმაცევტული კომპანიის შესყიდვა "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" სტრატეგიის ნაწილია. "აღნიშნული გარიგება "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს" შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო ეფექტურად მიაწოდოს მოსახლეობას ჯანდაცვის სერვისები და უზრუნველყოს სამედიცინო სერვისებზე ფასების სტაბილურობა, რაც საბოლოოდ მომხმარებლებზე დადებით ასახვას ჰპოვებს", - განმარტავენ კომპანიაში. 

ამ დროისთვის შპს "ჯიპისის" სააფთიაქო ქსელი საქართველოს ფარმაციის ბაზრის დაახლოებით 15%-ს ფლობს და ქვეყნის მასშტაბით 96 აფთიაქით არის წარმოდგენილი.