Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"საქართველო არ ეძებს ბუნებრივი აირის გრძელვადიანი მიმწოდებლის ალტერნატივას"

5702398529a32
BM.GE
04.04.16 13:49
1016
„საქართველო არ ეძებს ბუნებრივი აირის გრძელვადიანი მიმწოდებლის ალტერნატივას”, - აღნიშნულის შესახებ, პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, caspianenergy.net-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, თუ რატომ გახდა საჭირო აზერბაიჯანთან შეთანხმების გადახედვა საჭირო, პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, სტრატეგიული პარტნიორობა 20 წლის წინ დაიწყო და დღეს რამდენიმე კონტრაქტის საფუძველზე აზერბიაჯანი ქართულ ბაზარზე გაზის 90 პროცენტის მიწოდებას ახორციელებს.
 
"ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 20 წლის დაიწყო, როცა წარმატებით განხორციელდა ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების პროექტები, მაგალითად, ბაქო-თბილისი-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმი.

რამდენიმე კონტრაქტის საფუძველზე, აზერბაიჯანი უზრუნველყოფს ქართულ ბაზარზე გაზის 90 პროცენტის მიწოდებას. შაჰ-დენიზის მეორე ფაზის განხორციელება საქართველოს უზრუნველყოფს გაზის დამატებითი ოდენობით, რასაც საფუძვლად უდევს კონსორციუმთან გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებები.

მანამდე კი, 2030 წლამდე, სოკართან 2016 წლის 4 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მეშვეობით 500 მილიონი კუბომეტრი გაზი დამატებითად მიეწოდება „სოციალურ“ სექტორს (მეურნეობები და ელექტროენერგიის თერმული გამომუშავება). კომერციულ სექტორში არ მოქმედებს საკანონმდებლო შეზღუდვები და კომერციულ მომხმარებლებს შეუძლიათ მიმწოდებლის არჩევა კომერციული პირობების საფუძველზე", - განაცხადა პრემიერმა.