Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"საპენსიო რეფორმა ბიზნესისთვის მისაღები და მნიშვნელოვანია"

59f873ff16fe9
სალომე მეცხვარიშვილი
31.10.17 16:57
916
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, საპენსიო რეფორმა ბიზნესისთვის მისაღები და მნიშვნელოვანია. ამის შესახებ გაგუამ ჟურნალისტებს "დაგროვებითი პენსიის" შესახებ კანონპროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

"ჩვენ არაერთი ანალიზი გავაკეთეთ, რომელთა მიხედვითაც, ეს რეფორმა კეთდება სწორედ ბიზნესისთვის. რეფორმა უფრო მეტად გაზრდის მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის შესაძლებლობებს, რადგან ის თანხა, რომელიც აკუმულირდება, საფინანსო სექტორის გავლით ისევ რეალურ სექტორში დაბრუნდება. შესაბამისად, საკრედიტო და საინვესტიციო რესუსრსებზე ხელმმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს არის ის ეკონომიკური სტიმულატორი, რომელიც რეფორმამ უნდა გამოიწვიოს და უნდა შეუწყოს ხელი ეკონომიკურ ზრდას",- აცხადებს გაგუა.

რაც შეეხება შეკითხვას, რატომ გადაწყდა დაგროვებითი პენსიის სავალდებულოობა 40-წლამდე ადამიანებისთვის, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს საერთაშორისო პრაქტიკისა და ექსპერტების რჩევით გადაწყდა.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩართულობა იყოს ფართო. პრაქტიკულად ყველა საერთაშრისო ექსპერტმა გვირჩია გადაგვედგა მსგავსი ნაბიჯები, ვთვლით, რომ ეს არის ის მოდელი, რომელიც გამართლებულია ჩვენი რეალობისთვის",- აცხადებს გაგუა.