25.Dec.2015 17:44
Economy

"საპარტნიორო ფონდმა" KFW–სთან განვითარების კორპორაციის პროექტი უკვე შეათანხმა

"საპარტნიორო ფონდმა" KFW–სთან განვითარების კორპორაციის პროექტი უკვე შეათანხმა
"საპარტნიორო ფონდმა" KFW–სთან განვითარების კორპორაციის პროექტი უკვე შეათანხმა. ქართველი და უცხოელი ექსპერტები კანონპროექტის ძირითად დებულებაზე შეთანხმდნენ, უახლოეს მომავალში კი დოკუმენტი განსახილველად მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს წარედგინებათ.
 
"ჩვენ გვქონდა საშუალება, 4 დღის განავლობაში ფრანკფურტში ვყოფილიყავით KFW–სთან სტუმრად და მათთან ერთად აქტიურად გაგველო ის კონცეფცია, რომელიც ემყარება საპარტნიორო ფონდის ბაზაზე საქართველოში ძლიერი საფინანსო ინსტიტუტის – საქართველოს განვითრების კორპორაციის შექმნას და ჩამოყალიბებას. KFW არის ის ორგანიზაცია, რომელმაც თავიდანვე მხარი დაუჭირა ამ იდეას, გამოყო საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა, რომლითაც ფრანკუფრტის ბიზნეს სკოლას დაევალა საკითხის შესწავლა, კვლევის წარმოება საქართველოში. ისინი აწარმოებდნენ კვლევას და დადეს საკმაოდ სერიოზული დასკვნა.

ჩვენ მივედით იმ ვარიანტზე, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღებია. დაახლოებით 11 იანვრისთვის KFW-ი აქედან გაგზავნილი შენიშვნების მიხედვით, საბოლოო დასკვნის ვარიანტს მოგვაწვდის. შემდეგ უკვე მთავრობას გადაეგზავნება დასამუშავებლად, ხოლო შემდგომ პარლამენტს, რათა დაამტკიცოს. ეს ცალკე კანონი იქნება, რომელიც ამ სტრუქტურის ორგანიზებას დაარეგულირებს. KFW-ს მადლობას გადავუხდი, იმიტომ, რომ გარდა იმ 350 000 ევროსი, უკვე 6 მილიონი გამოყო ორ ტრანშად. 1 მილიონი იქნება ტექნიკური დახმარება, - ანუ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მოიწონებს და პარლამენტი ამ კანონპროექტს დაამტკიცებს, სანამ ორგანიზაცია მუშაობას დაიწყებს, 1 მილიონი იქნება ტექნიკური დახმარება, რათა სპეციალისტების გადამზადება მოხდეს. ანუ ეს გერმანიის მთავრობის მიერ იქნება სუბსიდირებული.

სავარაუდოდ მარტის თვე უნდა იყოს ის პერიოდი, როდესაც კანონი ძალაში შესული იქნება. ჩვენ კანონის მიღების შემდეგ 1- 1,5 თვე დაგვჭირდება იმისთვის, რომ სტრუქტურამ მუშაობა დაიწყოს. მოხდება კადრების შერჩევა და ძირითადად საპარტნიორო ფონდის ბაზაზე იქნება ეს ყველაფერი, რადგან საპარტნიორო ფონდში საკმაოდ კარგი, პროფესიონალი კადრებია. ჩვენ ალბათ დამატებით სპეციალისტებსაც მოვიწვევთ. იმიტომ, რომ განვითარების კორპორაციას კიდევ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატება. ვიტყვი, რომ ერთ-ერთი იქნება ზოგადად მაკროეკონომიკის შესწავლის კვლევების ანალიზის და რეკომენდაციის ფუნქცია“, - განაცხადა საგანელიძემ გადაცემაში „ბიზნესკონტაქტი“.



12.Jun.2019 21:55
90

Government will extend the deadline for Anaklia Consortium

More
12.Jun.2019 21:51
95

Khazaradze on Anaklia Port: I am Sure We Will Reach the Consensus

More
12.Jun.2019 10:33
120

World Bank Group Debars China Railway Construction Corporation

More
11.Jun.2019 13:52
69

FDI Dropped by 6% in First Quarter of 2019

More
09.Jun.2019 18:33
598

Batumi named as Europe’s leading emerging tourism destination

More
08.Jun.2019 22:30
135

Natia Turnava Talked about Anaklia Port, Business Environment and Gazprom in Parliament

More