Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სამუშაოების შესრულების ტემპთან დაკავშირებით, წელს განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება"

56d018398d46b
BM.GE
26.02.16 13:12
1039
"სამუშაოების შესრულების ტემპთან დაკავშირებით, წელს განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება", - აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. 
 
"ჩვენ თითოეული მოქალაქისგან ვიღებთ სატელეფონო ზარებს, შეტყობინებებს, სხვადასხვა სახის გზავნილებს და თუ მათ რაიმე არ მოსწონთ, თუნდაც ტემპებთან დაკავშირებით, ჩვენ მყისიერ რეაგირებას ვაკეთებთ. სამუშაოს შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები ყოველდღიურად იმყოფებიან ადგილზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტების და სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, მე როგორც ქალაქის მერს, ყოველდღიურად მაქვს ინფორმაცია. ზედამხედველობის სამსახური, როდესაც ამოწმებს კონკრეტულ არეალს, რა თქმა უნდა მე ის მაწვდის ინფორმაციას. მე შემიძლია ონლაინ რეჟიმში მივცე დავალება კონკრეტულ სამსახურებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, მერიამ კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების პირობები შეცვალა, კერძოდ თუ აქამდე, გზების დაგების შემთხვევაში საგარანტიო ვადად ერთი წელი ითვლებოდა, დღეს ის სამი წელია.