Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"საგადასახადო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები ყველა მხარის მიერ არის მოწონებული"

56f1304b43d48
BM.GE
22.03.16 15:38
1062
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, ბრუნო ბალვანერა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი სიახლეები ყველა მხარის მიერაა მოწონებული. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა ეკონომიკის ბევრ მიმართულებაზე მოახდენს დადებით გავლენას - გამარტივდება საგადასახადო სისტემა და დაბეგვრის რეჟიმი, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოხდება რეინვესტირების წახალისება.
 
"საქართველოს მთავრობის მიერ საგადასახადო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები ყველა მხარის მიერ არის მოწონებული. აღნიშნული რეფორმა ეკონომიკის ბევრ მიმართულებაზე მოახდენს დადებით ეფექტს. გამარტივედება საგადასახადო სისტემა და დაბეგვრის რეჟიმი. ხელისუფლებას ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა კერძო სექტორთან. ხელისუფლებამ გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები.

რეფორმის 2017 წლიდან ამოქმედება საშუალებას მისცემს კერძო სექტორს და ხელისუფლებას კარგად მოემზადოს ცვლილბისთვის.

ხელისუფლებამ პროექტის მიღების შემდეგ, უნდა დახვეწოს კანონქვემდებარე აქტები, რომლითაც მოხდება ინიციატიის აღსრულება.

ბიზნესი უნდა მოემზადს იმ თვალსაზრისით, რომ მოახდინოს ადაპტაცია და ყველა იმ ინსტრუმენტის ათვისება, რომელიც საჭირო იქნება ახალი მოდელით გადასახადის დეკლარირებისა და გადახდისათვის", - განაცხადა ბალვანერამ.