Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ერთი წლის ბიუჯეტი 2 500 000 ლარი გამოდის"

56ab63b18ae6b
BM.GE
29.01.16 17:04
1168
"საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ერთი წლის ბიუჯეტი 2 500 000 ლარი გამოდის", - აცხადებს სააგენტოს უფროსი, კოტე სულამანიძე „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას. მისი თქმით, სააგენტოში სამუშაოდ ეროვნულ ბანკში მოქმედი თანამშრომლები უნდა გადავიდნენ, კერძოდ ის პირები ვინც საფინანსო ზედამხედველობის მიმართულებით მუშაობს.
 
"ჩვენს ბიუჯეტში, გათვლილია ხალხის დაკომპლექტება და შესაბამისად მათი ანაზღაურება. სააგენტომ რომ სრულფასოვნად იმუშაოს სამთვენახევრის ბიუჯეტი 783 000 ლარს შეადგენს. ანალოგიურად რომ გადავთვლით, ერთი წლის ბიუჯეტი 2 მილიონ 500 000 ლარი გამოდის.

ხალხის აყვანა ეტაპობრივად მოხდება. ეს ეტაპები ბიუჯეტში განსაზღვრული და ციფრობრივად ასახულია. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი თემა ისაა, რომ თუ შეიქმნა სააგენტო, რომელიც ამბობს, რომ დამატებითი ხალხი სჭირდება, ანუ გარდა იმ ხალხისა, რომელიც ეროვნული ბანკიდან ავტომატურად გადმოდის ჩვენს სააგენტოში, დამატებით გვჭირდება იურისტი, ბუღალტერი, IT სპეციალისტები და ა.შ. ეს ხალხი დღეს ეროვნულ ბანკს ჰყავს. პირობითად თუ მათ ჰყავთ 5 იურისტი, საიდანაც 3 იურისტი სწორედ ზედამხედველობის მიმართულებით მუშაობს, ეს ხალხი უფუნქციოდ რჩებათ. შესაბამისად ეს ხალხი ჩვენთან გადმოვა. არანაირ დამატებით ხალხზე საუბარი არაა. აკლდებათ მათ ფუნქციები, შესაბამისად არ აქვთ საქმე გასაკეთებელი ეროვნულ ბანკში. საქმე ზედამხედველობის სააგენტოშია გასაკეთებელი, ამიტომ წამოვიდნენ სააგენტოში", - განაცხადა სულამანიძემ.