Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"რუსეთი ჩვენი მტერია, "გაზპრომთან" მოლაპარაკებების პროცესში საზოგადოების ჩართულობა აუცილებელი იყო"

56b7189016e93
BM.GE
07.02.16 14:08
1157
"მოლაპარაკებების პროცესი "გაზპრომთან" გამჭირვალედ უნდა მიმდინარეობდეს, - აცხადებს "საქმიან დილასთან“ საუბრისას ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი. მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესში საზოგადოების მხარდაჭერა აუცილებელია.
 
""გაზპრომთან" მოლაპარაკებებზე გვიან გავიგეთ. მოდიოდა წინააღმდეგობრივი ინფორმაცია, რაც საზოგადოებას აბნევს. საზოგადოების ჩართულობა აუცილებელი იყო, რადგან როდესაც საქმე გაქვს ისეთ ქვეყანასთან, როგორიც რუსეთია და რომელიც პრინციპში მტერია, რადგან ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, პროცესები გამჭირვალედ უნდა მიმდინარეობდეს.

მოლაპარაკებები ნორმალური პროცესია, რადგან სამყაროში იზოლირებული ქვეყნები არ არსებობს. მოლაპარაკებები შეიძლება გიწევდეს, მაგრამ ის ტრანსფარენტული უნდა იყოს და ამ პროცესში მოსახლეობის მხარდაჭერა აუცილებელია. სხვა შემთხვევაში, არ მივიღებდით უსიამოვნო გარემოს", - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.