Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"რიქსოს ბორჯომის" სასტუმროში თურქი მენეჯმენტის ცვლილება მოხდა

57037fc401b28
BM.GE
05.04.16 12:59
1209
"რიქსოს ბორჯომის" სასტუმროში თურქი მენეჯმენტის ცვლილება მოხდა. მათ შორის თანამდებობა დატოვა გენერალურმა დირექტორმა და დაახლოებით 10-12-მა თანამშრომელმა. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა, რომ მას პირადად ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები სასტუმროს მართვასთან დაკავშირებით, რომელიც "რიქსოსის" ხელმძღვანელობასაც გააცნო. კონკრეტულად რა პრობლემებზე იყო საუბარი, საგანელიძეს არ დაუკონკრეტებია.
 
"გარკვეული თემები სასტუმროში იყო მიუღებელი და არ ჯდებოდა იმ მენტალიტეტში და სტანდარტში, რომელშიც გვსურს რომ იყოს სასტუმრო "რიქსოსი".

ჩვენ გარკვეული შეხედულებები დავაფიქსირეთ "რიქსოსის" ხელმძღვანელობასთან. მოგეხსენებათ, რომ "რიქსოსი“ თურქული კომპანიაა, მე მათ ხელმძღვანელებს არაერთხელ შევხვდი და დავუფიქსირე ჩემი პოზიცია და პრეტენზიები, რამაც გამოიწვია "რიქსოსის“ გენერალური დირექტორის და მასთან ერთად 10-12 ადამიანის გათავისუფლება. მათგან ნაწილი ჩანაცვლდა, ნაწილი კი ჩანაცვლდება და მათ საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმები დაუწესდებათ, მოთხოვნები უნდა იყოს ძალიან მაღალი.

სასტუმროს მენეჯმენტი საკმაოდ რთული თემაა, დაწყებული ოთახების მოვლით, დიზაინით, დამთავრებული კვების ბლოკით, ეზოს მოვლა-პატრონობითა და სერვისით.

იყო გარკვეული შენიშვნები, აბსოლუტური დასაბუთებული და სერიოზული პრეტენზიებიც მქონდა, ვთხოვეთ რომ ეს ყოფილიყო გათვალისწინებული, რამაც გამოიწვია მენეჯმენტის ცვლილება", - განაცხადა დავით საგანელიძემ.