Home
Category
TV Live Menu
Loading data...

""ინტელექტბანკის" და მაშინდელი "სახალხო ბანკის" შემთხვევაში ინფორმაციის გაყალბება ხდებოდა"

56dd6b3d03a28
BM.GE
07.03.16 15:47
1173
"კმაყოფილი მეანაბრეები და უკამყოფილო აქციონერები", - ასე აფასებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე "ინტელექტბანკისა" და მაშინდელი "სახალხო ბანკის" საქმის დასრულებას. ქართულ "ფორბსთან" ინტერვიუში, ქადაგიძე ამბობს, რომ აქციონერებს უკმაყოფილების შემთხვევაში, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოებისთვის მიმართვა შეუძლიათ.
 
""ინტელექტბანკის" და მაშინდელი "სახალხო ბანკის" შემთხვევაში ანგარიშგებების დამალვა და ინფორმაციის გაყალბება ხდებოდა. ისინი ეროვნულ ბანკს რეალობისგან განსხვავებულ ინფორმაციას აწვდიდნენ, ადგილზე შემოწმებისას კი აღმოჩნდა, რომ სიტუაცია კიდევ უფრო უარესი იყო, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. ორივე შემთხვევა დასრულდა შედეგით: კმაყოფილი მეანაბრეები და უკამყოფილო აქციონერები. ამ უკანასკნელთა უკმაყოფილების მიზეზი თუ კანონთან არათავსებადია, არსებობს საგამოძიებო ორგანოები და სასამართლო, მიმართონ მათ. მეანაბრეები, რომ ყოფილიყვნენ უკმაყოფილო, ეს იქნებოდა პრობლემა. მეანაბრეები კმაყოფილები არიან - კმაყოფილი ვარ მეც", - განაცხადა ქადაგიძემ.