Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ორმოების საკითხს ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვარებთ, წარმოუდგენლად სწრაფად შეივსება ყველა ორმო"

56cd48bd30f7a
ელენე გოგბერაშვილი
24.02.16 10:04
1208
ინფრასტრუქტურის მინისტრი გზებზე ე.წ ორმოების პრობლემის საბოლოოდ მოგვარებას აანონსებს. როგორც ნოდარ ჯავახიშვილი ამბობს, რამდენიმე დღეში ქვეყანაში სპეციალური შემადგენლობის ნარევის შემოტანა იგეგმება, რაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად იქნება გამოყენებული. მინისტრის თქმით, სამინისტროს წარმომადგენლები ამ მიზნით, ისრაელსა და ერევანში იმყოფებოდნენ, საიდანაც რამდენიმე დღეში სპეციალური სამშენებლო მასალა შემოვა.

"მე ვფიქრობ, ორმოების საკითხს ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვარებთ არამარტო თბილისში, არამედ საქართველოში, თუმცა ამას შემოწმება სჭირდება. გაცილებით ადვილად და წარმოუდგენლად სწრაფად შეივსება ყველა ორმო", - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.