Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელმა 5 მილიონი დოლარის ღირებულების ‪ობლიგაციები‬ გამოუშვა

56efe8f22f8d6
BM.GE
21.03.16 16:27
1272
სს "გალტ & თაგარტმა" შპს "ნიკორა ტრეიდი"-ს 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. ობლიგაციების ვადა 2 წელია, საპროცენტო სარგებელი წლიური 11% ნომინალური ღირებულებიდან. სარგებლის პროცენტის გადახდა განხორციელდება წელიწადში 2-ჯერ. განთავსების აგენტი "გალთ & თაგარტი" უზრუნველყოფს, რომ "ნიკორა ტრეიდი"-ს ობლიგაციები უახლოეს მომავალში დაშვებულ იქნას საქართველოს საფონდო ბირჟაზე.
 
კომპანიის პრესკონფერენციას ესწრებოდა ეკონომიკის მინისტრი დიმიტირი ქუმსიშვილიც. მან მიულოცა კომპანიას ობლიგაციების გამოშვება და იმედი გამოთქვა, რომ ამ კომპანიას სხვა კომპანიებიც მოჰყვება. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ობლიგაციების გამოშვება არის ბაზრის დივერსიფიცრების საშუალება და კარგია იმის გამოც, რომ ეს უზრუნველყოფს კომპანიის გამჭვირვალობას.