Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ნიბა დელისის" მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელება იწყება

56d5c53180b71
ელენე გოგბერაშვილი
02.03.16 09:45
1620
"ბიზნესკონტაქტისთვის" ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ წლების წინ შეჩერებული "ნიბა დელისის" პროექტის განხორციელება რამდენიმე თვეში დაიწყება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია "ნიბა ინვესტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბაკურ კიღურაძე "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, პროექტის დაფინანსების წყარო დაახლოებით 10 დღეში დასახელდება.
 
"ამ დროისთვის მიდის ალტერნატივის განხილვა, რომელი ბანკი გასცემს კრედიტს. საუბარია ევროპული ფულის მოზიდვაზე. სამი საფინანსო ინსტიტუტის წინადადება გვაქვს ევროპიდან. ესენია: TARI ბანკი, AMG ბანკი და KBC ბანკი, რომლებმაც უკვე განაცხადეს თანხმობა 15 მილიონი დოლარი გამოყონ აღნიშნული პროექტისთვის’’-აცხადებს ბაკურ კიღურაძე.

ბაკურ კიღურაძის განცხადებით, პროექტის დაფინანსებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე თანაინვესტირების ფონდთან და საპარტნიორო ფონდთან. მისი თქმით, ყველა მხარის პირობის შეჯერება უახლოეს დღეებში მოხდება და პროცესი დაახლოებით 10 დღის ვადაში დასრულდება.

"ნიბა დელისის" პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 28 მილიონი დოლარია. ბაკურ კიღურაძის თქმით, პროექტის განახლება გაზაფხულის ბოლომდე მოხდება.
თბილისში ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის "ნიბა დელისის" პროექტის განხორციელება 2008 წელს დაიწყო და 2010 წელს შეჩერდა