Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას შეცვლის Covered ბონდები კაპიტალის ბაზარზე?

BM.GE
15.09.22 16:45
223
"იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციები - ახალი ფინანსრური ინსტრუმენტი შესაძლოა მალე საქართველოს ბაზარზეც გამოჩდნეს. კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა უკვე განიხილა და დამტკიცებისთვის სესიზე გავა. საქართველოში მოქმედ ბანკებს სულ 9 მილიარდი ლარის მოცულობის იპოთეკური კრედიტები აქვთ გაცემული. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კი, ბანკები არსებული 139,000-ზე მეტი იპოთეკური კრედიტიდან შეძლებენ თავად ჩადონ ამ სესხების ნაწილი უზრუნველყოფაში და გამოუშვან ახალი ტიპის ობლიგაციები. შედეგად, ქართულ ბანკებს საკუთარი საქმიანობისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის შესაძლებლობა გაუჩნდებათ. კანონით ბანკს შეეძლება გამოუშვას 100 მილიონი ლარის იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაცია, რომელიც შესაბამისი იპოთეკებით იქნება გამყარებული. შესაბამისად, ამ ობლიგაციის მომსახურების უკან იდგება პირობითად 2000-3000 მომხმარებლის მიერ აღებული იპოთეკური სესხი. როგორ ფასდება ამ ტიპის ობლიგაციების რისკიანობა, ვინ მოიაზრება ფასიანი ქაღალდების ინვესტორად და გახდება თუ არა Covered ბონდები კაიტალის ბაზარის მასტიმულირებელი? 

სტუმარი: ლევან სურგულაძე - ფინანსისტი, საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი;