Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მწარე ხევის საბადოს მარაგები ძალიან შორს არის "ფრონტერას" დასახელებული ციფრებისგან"

56b210c584abe
BM.GE
03.02.16 18:27
983
აღმოსავლეთ საქართველში არსებული გაზის მარაგები 5 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს, - განცხადება კომპანია "ფრონტერას" ხელმძღვანელს ეკუთვნის. საქართველოში აღმოჩენილ გაზის მარაგებზე მან ატლანტიკურ საბჭოში განაცხადა.
 
მწარე ხევის საბადოზე გაზის მსგავსი მოცულობის მარაგების არსებობას უარყოფენ საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტოში. სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი ტატიშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ თავის სალიცენზიო ფართობზე აღმოჩენა გააკეთა, მან აღნიშნულის შესახებ სახელმწიფოს უნდა აცნობოს, თუმცა ამ დრომდე კომპანიას სახელმწიფოსთვის არ მიუმართავს.

""ფრონტერა" ბოლო ორი წელია პერმანენტულად აკეთებს განცხადებებს აღმოჩენის თაობაზე. მის განცხადებაში ფიგურირებს რამდენიმე რესურსი. იმისათვის, რომ რესურსები გადავიდეს მარაგებში და ის გახდეს ამოღებადი ძალიან კონკრეტული და დიდი სამუშაოებია საჭირო.

საერთაშორისო კანონმდებლობით და "ფრონტერასთან" გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ კომპანიას აქვს აღმოჩენა თავის სალიცენზიო ფართობზე, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს სახელმწიფოს და წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რომელიც ამ აღმოჩენას ადასტურებს. ამგვარი განცხადება კომპანიას ჯერ-ჯერობით არ წარმოუდგენია", - განმარტავს გიორგი ტატიშვილი. მისი თქმით კომპანიის გეგმები ამ ეტაპზე მწარე ხევის საბადოზე 23 მილიონი კუბური მეტრი გაზის ათვისებაა.

"მწარე ხევის საბადო არ არის დიდი მოცულობის და ძალიან შორს არის იმ ციფრებისგან რასაც "ფრონტერა" ასახელებს", - განმარტავენ ნავთობისა და გაზის სააგენტოში.